ავტორიზაცია

კლოპის გუნდს უხერხული მეტოქე ერგო - ლივერპული რეალს უკვე ექვსი მატჩია ვერ ამარცხებს

კლოპის გუნდს უხერხული მეტოქე ერგო - ლივერპული რეალს უკვე ექვსი მატჩია ვერ ამარცხებს
თარიღი 07 ნოე 2022, 21:47
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლივერპულს“ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე შეხვდა.

კლოპის გუნდმა ჯგუფში 15 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, რადგან ურთიერთშეხვედრებით „ნაპოლისთან“ დამარცხდა.

ამრიგად, კლოპის გუნდს მერვედფინალში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, მადრიდის „რეალი“ ერგო, რომელთანაც „ლივერპულმა“ ბოლო ექვსი მატჩია გამარჯვების გემო არ იცის.

განსაკუთრებით მტკივნეული ამ ექვსიდან ორი მარცხი იყო, რომელიც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალებში იწვნია - 2018 წელს 1:3 და 2022-ში 0:1.

ამ ექვს შეხვედრაში „რეალმა“ 4 გამარჯვება მოიპოვა, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.