ავტორიზაცია

რეალის დირექტორი: "ლივერპულთან მატჩები? მეორე მატჩი ბერნაბეუზე იქნება და ყველამ იცის, მას რა შეუძლია"

რეალის დირექტორი: "ლივერპულთან მატჩები? მეორე მატჩი ბერნაბეუზე იქნება და ყველამ იცის, მას რა შეუძლია"
თარიღი 07 ნოე 2022, 21:50
„რეალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, „ლივერპულთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ორი დიდი ისტორის მქონე კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ჩვენ ელექტრიზებულ ატმოსფეროს ველოდებით. ასეთი თამაშები ქომაგებს ძალიან მოსწონთ და შევეცდებით, ჩემპიონების სტატუსი დავიცვათ.

მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ყველაფერზე იქონიებს გავლენას. საჭიროა, მატჩებს იდეალურ მდგომარეობაში შევხვდეთ.

„ლივერპული“ - ჩემპიონის სტატუსის მქონე კლუბია. ქომაგები გუნდს წინ მიუძღვებიან, მაგრამ ჩვენ „რეალი“ ვართ. მეორე მატჩი კი იქნება იქ, სადაც ფანები ჩვენს მხარეს იქნებიან და ყველამ იცის, „ბერნაბეუს“ რა შეუძლია.“ - აღნიშნა ბუტრაგენიომ.