ავტორიზაცია

სიტის დირექტორი: "ჩვენი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა, რადგან ჩემპიონთა ლიგა პროექტებს ანადგურებს"

სიტის დირექტორი: "ჩვენი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაა, რადგან ჩემპიონთა ლიგა პროექტებს ანადგურებს"
თარიღი 07 ნოე 2022, 21:54
„სიტის“ სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა შეაფასა, რომლის შედეგადაც მის გუნდს გერმანული „ლაიპციგი“ ერგო მეტოქედ.

„მათ კარგად ვიცნობთ, გახსნილი მატჩები გველის რთულ მეტოქესთან.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგება გვინდა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი პრემიერ ლგიაა, რომელიც სტაბილურობას გვაძლევს. ჩემპიონთა ლიგა მუდამ ურთულეს ტურნირად მიმაჩნდა, რომელიც პროექტებს ანადგურებს, ჩვენ კი ეს არ გვინდა.

მუდმივად ტიტულის პრეტენდენტებად მოვიაზრებით. მოვიგებთ, ან არ მოვიგებთ, ყველაფერი შეიძლება ერთ ან ორ მატჩში გადაწყდეს. გაიხსენეთ, რა მოხდა მადრიდში.“ -აღნიშნა სპეციალისტმა.