ავტორიზაცია

პოგბა: "ფერგიუსონმა კონტრაქტი შემომთავაზა, რაიოლამ კი უპასუხა, რომ ამას მისი ძაღლიც კი არ მოწერს ხელს"

პოგბა: "ფერგიუსონმა კონტრაქტი შემომთავაზა, რაიოლამ კი უპასუხა, რომ ამას მისი ძაღლიც კი არ მოწერს ხელს"
თარიღი 08 ნოე 2022, 10:16
პოლ პოგბამ თავის გარდაცვლილ აგენტზე, მინო რაიოლაზე სახალისო ისტორია გაიხსენა.

„18 წლის რომ ვიყავი, სერ ალექს ფერგიუსონს ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურდა. მას რაიოლასთან ერთად შევხვდი, რომელმაც პირდაპირ უპასუხა: „ამ კონტრაქტს ჩემი ძალიც კი არ მოაწერს ხელს."

როცა მან ეს თქვა, თავი ძალიან უხერხულად ვიგრძენი და ჩვენ წამოვედით. მას შემდეგ, ერთმანეთს ამ თემაზე ხშირად ვეხუმრებოდით." - აღნიშნა „იუვენტუსის" ნახევარმცველმა.

საბოლოოდ, 2012 წელს პოგბა უფასოდ „იუვენტუსში" გადაბარგდა, საიდანაც „მანჩესტერში" 2016 წელს სარეკორდო 105 მილიონ ევროდ დაბრუნდა, გასულ ზაფხულს კი ისევ „იუვეს" შეუერთდა. თანაც, ისევ უფასოდ. 

რაიოლა, რომელიც პოგბას და სხვა არაერთი ცნობილი ფეხბურთელის ინტერესებს წარმოადგენდა, ამა წლის აპრილში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, იტალიელი აგენტის სააგენტოს მართვა ქალბატონმა რაფაელა პიმენტამ გადაიბარა, რომელმაც წლის საუკეთესო აგენტის ჯილდოც მიიღო.