ავტორიზაცია

მეჰდი ტარემის ტრანსფერით სამი ტოპ კლუბი ინტერესდება

მეჰდი ტარემის ტრანსფერით სამი ტოპ კლუბი ინტერესდება
თარიღი 08 ნოე 2022, 14:34
"პორტუს' ირანელი ცენტრფორვარდი მეჰდი ტარემი ერთდროულად რამდენიმე ევროპული ტოპ კლუბის ინტერესების სფეროშია. ამის შესახებ ინსაიდერმა ეკრემ კონურმა სოციალური ქსელების საშუალებით განაცხადა.

ჟურნალისტის თქმით, 30 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლაში სამი კლუბია: ლონდონის "ჩელსი" და "არსენალი", ასევე "მილანი". 

ტარემის ღირებულება 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "დრაკონებთან" 2024 წლის შუა რიცხვებამდეა ძალაში.

2022/2023 წლების სეზონში მეჰდიმ "პორტოს" შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა,13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.