ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, როდის განაახლებს მესი ვარჯიშს ძირითად ჯგუფთან ერთად

ცნობილი გახდა, როდის განაახლებს მესი ვარჯიშს ძირითად ჯგუფთან ერთად
თარიღი 08 ნოე 2022, 16:42
"პსჟ" მსოფლიო ჩემპიონატამდე საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო მატჩისთვის ემზადება. როგორც L'Equipe თავის გვერდებზე იუწყება,  ლიონელ მესი გენერალურ ჯგუფს ხუთშაბათს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა გამოტოვა ლიგა 1-ის ბოლო მატჩი "ლორიენთან" აქილევსის მყესის ანთების გამო.

საფრანგეთის ჩემპიონატის 13 ტურის შემდეგ "პსჟ" სატურნირო ცხრილის სათავეშია. უახლოესი მდევარს "ლენსის" კრისტოფ გალტიეს გუნდი ხუთი ქულით უსწრებს.