ავტორიზაცია

ცოტა ხნის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდით - მამარდაშვილი 23-წლამდე მეკარეთა შორის ტოპ 3-შია

ცოტა ხნის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდით - მამარდაშვილი 23-წლამდე მეკარეთა შორის ტოპ 3-შია
თარიღი 08 ნოე 2022, 17:15
ცოტა ხნის წინ, გერმანულმა სტატისტიკურმა ცენტრმა Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოასპარეზე მოთამაშეთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის ფასი 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 25 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის მეკარე ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეთა 12-ულში შევიდა და ამასთან ერთად 23-წლამდე მეკარეთა შორის სატრანსფერო ღირებულების მხრივ მესამე ადგილს იკავებს.