ავტორიზაცია

"იანვარში ფეხბურთელების შეძენას არ ვაპირებთ "- პეპ გვარდიოლა

"იანვარში ფეხბურთელების შეძენას არ ვაპირებთ "- პეპ გვარდიოლა
თარიღი 08 ნოე 2022, 18:44
მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის ზამთრის სატრანსფერო გეგმებზე კომენტარი გააკეთა.

"იანვარში ფეხბურთელების შეძენას არ ვაპირებთ. კმაყოფილი ვართ იმ შემადგენლობით, რაც გვყავს. ასე დარჩება სეზონის ბოლომდე“, - განაცხადა გვარდიოლამ.

მანჩესტერ "სიტი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერ "არსენალს" ორი ქულით ჩამორჩება.

მომდევნო მატჩს მანჩესტერ "სიტი" 9 ნოემბერს, ინგლისის ლიგის თასის მესამე ეტაპზე, "ჩელსის" წინააღმდეგ გამართავს.