ავტორიზაცია

ბარსელონა დეპაის გაყიდვას იანვარში აპირებს

ბარსელონა დეპაის გაყიდვას იანვარში აპირებს
თარიღი 08 ნოე 2022, 18:49
Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" იანვარში ნიდერლანდელ თავდამსხმელთან მემფის დეპაისთან განშორებას აპირებს.

წყაროს ცნობით, თავად 28 წლის ფეხბურთელს სურს "ბლაუგრანას" უფასოდ დატოვება, რადგან ახალი კლუბისგან ბონუსის მიღებას ელის.

დეპაის მოქმედი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში კატალონიელთა შემადგენლობაში სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.