VIDEO: ხვიჩასთან ერთადაც და მის გარეშეც, ნაპოლი შეუჩერებელია - მორიგი გამარჯვება ჩემპიონატში
სერია ა-ს მე-14 ტურში „ნაპოლიმ“ შინ „ემპოლი“ დაამარცხა.
შეხვედრა „დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ზედიზედ მეორე შეხვედრის გამოტოვება მოუწია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც წელის ტკივილისგან ჯერ ბოლომდე ვერ მომჯობინდა და დღესაც ვერ შეძლო მოედანზე გასვლა.
„ნაპოლის“ რიგებში გოლები ლოსანომ (69’ პენალტი) და ზიელინსკიმ (88’) მოახერხეს და ნეაპოლელებს ჩემპიონატში ზედიზედ მე-10 გამარჯვებაც მოუტანეს.
ამ მოგებით სპალეტის გუნდმა 38 ქულა დააგროვა და ცხრილს დიდი უპირატესობით ლიდერობს, მეორე „მილანია“ 29 ქულით, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.