ავტორიზაცია

სადიო მანემ ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა - მუნდიალამდე 11 დღეა

სადიო მანემ ტრავმა მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა - მუნდიალამდე 11 დღეა
თარიღი 09 ნოე 2022, 00:16
ბუნდესლიგის მე-14 ტურში „ბაიერნის“ და სენეგალის ნაკრების შემტევმა, სადიო მანემ, ტრავმა მიიღო.

გერმანიის ჩემპიონი „ალიანც არენაზე“ „ვერდერს“ მასპინძლობს და პირველი ტაიმის მიწურულს 4:1 ანადგურებს.

შეხვედრის მე-20 წუთზე დაზიანება სადიო მანემ მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა, მის ნაცვლად მოედანზე ლეროი სანე გამოვიდა.

სენეგალელის ეს დაზიანება განსაკუთრებით საგანგაშოა იმის ფონზე, რომ 11 დღეში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება და დღეს, მისი მონაწილეობა ეჭვქვეშ დადგა.

ჯერჯერობით ზუსტად უცნობია, რა სახის ტრავმა მიიღო „ბაიერნის“ ფეხბურთელმა და რამდენ ხანს მოუწევს უქმობა. ყველაფერი თამაშის დასრულების შემდეგ მალევე უნდა გაირკვეს.