ავტორიზაცია

მოურინიო: "დერბიში მაურიციო სარივით მე რომ მეთამაშა, მომკლავდნენ"

მოურინიო: "დერბიში მაურიციო სარივით მე რომ მეთამაშა, მომკლავდნენ"
თარიღი 09 ნოე 2022, 00:20
ჟოზე მოურინიომ რომაულ დერბიში „ლაციოსთან“ წაგება შეაფასა.

სერია ა-ს მე-13 ტურში რომაული დერბი „არწივების“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„სამ საშინაო მატჩში გოლი ვერ გავიტანეთ. მაგრამ უნდა ვიტირო მეც ისე, როგორც ამას სხვები მუდმივად აკეთებენ?

ჩვენ ყველაზე კრეატიული და მობილური ფეხბურთელის გარეშე გვიწევდა თამაში (პაულო დიბალას - ავტ.)

ისე კი, დერბი ისე რომ მეთამაშა, როგორც ეს სარიმ გააკეთა, მომკლავდნენ.“ - აღნიშნა „რომას“ დამრიგებელმა.