ავტორიზაცია

დრამატული მატჩი ელ სადარზე - კაცნაკლულმა ბარსელონამ ოსასუნა რაფინიას თავურით დაამარცხა

დრამატული მატჩი ელ სადარზე - კაცნაკლულმა ბარსელონამ ოსასუნა რაფინიას თავურით დაამარცხა
თარიღი 09 ნოე 2022, 02:42
ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში "ოსასუნა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

"ესტადიო ელ სადარზე" გამართული შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა და სტუმრების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძლები დავიდ გარსიამ დააწინაურა, რასაც მე-11 და 31-ე წუთებზე ლევანდოვსკის ორი ყვითელი ბარათი და გაძევება მოჰყვა. 

მეორე ნახევრის სტარტზე პედრიმ წონასწორობა აღადგინა. 78-ე წუთზე რაფინიამ დემბელე შეცვალა, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, 85-ე წუთზე ფრენკი დე იონგის გადაცემას რაფინიას ბრწყინვალე თავური მოჰყვა.

"ბარსას" ამ გამარჯვების შემდეგ 37 ქულა აქვს და მადრიდის "რეალს" 5 ქულით უსწრებს, მაგრამ "ბლანკოსს" "კადისთან" მატჩი თადარიგში აქვს. "ოსასუნა" 23 ქულით მე-6 ადგილზეა.