პიკემ სტოიჩკოვის ანტირეკორდი გაიმეორა
ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში "ოსასუნა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" დაუპირისპირდა.
"ესტადიო ელ სადარზე" გამართული შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა და სტუმრების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
"ესტადიო ელ სადარზე" გამართული შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა და სტუმრების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ხერარდ პიკე მატჩის მთავარ არბიტრთან ხესუს ხილ მანსანოსთან კამათის გამო გააძევეს.
აღსანიშნავია, რომ ეს პიკესთვის "ბარსელონაში" გამოსვლის პერიოდში მე-11 წითელი ბარათი იყო. რითიც ესპანელმა მოთამაშემ "ბლაუგრანას" რიგებში წითელი ბარათების ანტირეკორდი გაიმეორა. აქამდე 11 წითელი ბარათი მხოლოდ ჰრისტო სტოიჩკოვს ჰქონდა.