ავტორიზაცია

რაფინია: "რეალს რომ ჩემი შეძენა სურდეს, უარს ვიტყოდი"

რაფინია: "რეალს რომ ჩემი შეძენა სურდეს, უარს ვიტყოდი"
თარიღი 09 ნოე 2022, 13:59
"ბარსელონას" თავდამსხმელმა რაფინია დიასმა გაამხილა, როგორი რეაქცია ექნება მადრიდის "რეალის" შეთავაზებაზე.

"რეალს რომ ჩემი შეძენა სურდეს, უარს ვიტყოდი", - ამბობს რაფინია.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ბრაზილიელი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს "ლიდსიდან" 58 მილიონ ევროდ გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.