ავტორიზაცია

მუნდიალის დაწყებამდე 11 დღით ადრე - მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

მუნდიალის დაწყებამდე 11 დღით ადრე - მანე მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
თარიღი 09 ნოე 2022, 14:26
სენეგალის ნაკრების გულშემატკივრებისთვის სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს Lequipe-ი. როგორც ავტორიტეტული გამოცემისთვის გახდა ცნობილი, სადიო მანე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

გუშინ, ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩში "ვერდერთან" (6:1) პირველი ტაიმის შუაწელს მიღებული ტრავმა სენეგალელი ვარსკვლავისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 

მთავარი ვარსკვლავის დაკარგვით, სენეგალის პლეი-ოფში გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაუარესდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკის ნაკრები ნიდერლანდებთან, ეკვადორთან და ყატართან ერთად ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.