ავტორიზაცია

პიკე ხილ მანსანოს: "ეს სირცხვილია, ბო*ის შვილო"

პიკე ხილ მანსანოს: "ეს სირცხვილია, ბო*ის შვილო"
თარიღი 09 ნოე 2022, 17:22
ესპანეთის ლა ლიგის მე-14 ტურში "ოსასუნა" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" დაუპირისპირდა.

"ესტადიო ელ სადარზე" გამართული შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა და სტუმრების გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ხერარდ პიკე მატჩის მთავარ არბიტრთან ხესუს ხილ მანსანოსთან კამათის გამო გააძევეს.

ცნობილი გახდა თუ რა უთხრა პიკემ ხილ მანსანოს:

"დაინახე კუთხურის დროს რა მოხდა? შენ ხარ მსაჯი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ დაგვაზარალა. ეს სირცხვილია, ბო*ის შვილო".

აღსანიშნავია, რომ ეს პიკესთვის "ბარსელონაში" გამოსვლის პერიოდში მე-11 წითელი ბარათი იყო. რითიც ესპანელმა მოთამაშემ "ბლაუგრანას" რიგებში წითელი ბარათების ანტირეკორდი გაიმეორა. აქამდე 11 წითელი ბარათი მხოლოდ ჰრისტო სტოიჩკოვს ჰქონდა.