ავტორიზაცია

ალეგრიმ ნაპოლი შეაქო: "ასე გააგრძელების შემთხვევაში, მათ ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება"

ალეგრიმ ნაპოლი შეაქო: "ასე გააგრძელების შემთხვევაში, მათ ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება"
თარიღი 09 ნოე 2022, 17:32
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ვერონასთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სერია A-ს ლიდერის "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"ნაპოლი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ასე გააგრძელების შემთხვევაში, მათ ჩემპიონობას ვერავინ შეეცილება. “, - განაცხადა ალეგრიმ. 

იტალიის ჩემპიონატის 14 ტურში ლუჩიანო სპალეტის გუნდს 12 მოგება და 2 ფრე აქვს. ნეაპოლური გუნდი უახლოეს მდევარს რვა ქულით უსწრებს.

"იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.