ავტორიზაცია

პსჟ-მ შექმნა ყალბი ანგარიშები მოთამაშეებისა და გუნდების შეურაცხყოფისთვის

პსჟ-მ შექმნა ყალბი ანგარიშები მოთამაშეებისა და გუნდების შეურაცხყოფისთვის
თარიღი 09 ნოე 2022, 17:59
ჟურნალისტმა რომენ მოლინამ გაამხილა, რომ "პსჟ"-მ სოციალურ ქსელში მოთამაშეების და კლუბების მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტებისთვის ფული გადაიხადა. 

წყაროს ცნობით, ერთ-ერთ კორპორატიულ საფოსტო ყუთზე დარეგისტრირდა ყალბი Paname Squad ანგარიში, საიდანაც ფეხბურთელებს შეურაცხმყოფელი შეტყობინებები ეგზავნებოდა. 

თავდაპირველად, მსხვერპლი იყო კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორი, ანტერუ ჰენრიკე, მოგვიანებით კი "იუვენტუსის" ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს დედა, რომელიც მანამდე "პსჟ"-ში თამაშობდა. ერთ-ერთ პოსტში ეწერა: „დახურე პირი და წაიყვანე შენი შვილი, წადი პარიზიდან“.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში "პსჟ" 14 ტურის შემდეგ, ჩემპიონატს 38 ქულით ლიდერობს. პარიზელები მომდევნო მატჩს 13 ნოემბერს "ოსერის" წინააღმდეგ გამართავენ.