ავტორიზაცია

სქოულზი: "უკეთესი იქნებოდა, ბარსელონასთან შეხვედრა თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ მიხარია რომ მათ შევხვდით"

სქოულზი: "უკეთესი იქნებოდა, ბარსელონასთან შეხვედრა თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ მიხარია რომ მათ შევხვდით"
თარიღი 09 ნოე 2022, 22:18
პოლ სქოულზს მიაჩნია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ბარსელონას“ ბარიერის დაძლევა შეუძლია.

პირველი მატჩი 16 თებერვალს გაიმართება, საპასუხო კი ერთი კვირით გვიან.

„მომწონს, რომ „ბარსელონას“ დავუპირისპირდით. კარგი ატმოსფერო და ენერგეტიკა იქნება. ვფიქრობ, „ბარსას“ დამარცხება შეუძლიათ.

„ბარსელონა“ ძალიან კარგი გუნდია. კი მიხარია, რომ მათთან გვიწევს შეხვედრა, მაგრამ ალბათ, ეს არის გუნდი, რომელიც ჯობდა, რომ ამ ეტაპზე აგვერიდებინა თავიდან.“ - აღნიშნა ინგლისელმა.