ავტორიზაცია

ჟოაო ფელიქსმა ატლეტიკო შესაძლოა იანვარში იჯარით დატოვოს და გრანდში გადავიდეს

ჟოაო ფელიქსმა ატლეტიკო შესაძლოა იანვარში იჯარით დატოვოს და გრანდში გადავიდეს
თარიღი 10 ნოე 2022, 00:16
„ატლეტიკოს“ შემტევმა ჟოაო ფელიქსმა კარიერა შესაძლოა ლიგა 1-ში გააგრძელოს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, „პსჟ-ს“ იანვარში შეტევის გაძლიერება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად ფელიქსსაც მოიაზრებს.

პარიზული გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ლუიშ კამპუშმა, გუნდს ფელიქსის კანდიდატურა ერთ-ერთ პრიორიტეტულად დაუსახა.

როგორც იწერება, ფელიქსის აგენტი ჟორჟე მენდეში რამდენიმე კვირაა უკვე რაც ფეხბურთელისთვის ახალ კლუბს ეძებს და „პსჟ-სთანაც“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.

თუმცა, ჯერჯერობით, არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.