ავტორიზაცია

ატლეტიკო სიმეონეს გათავისუფლებას განიხილავს - არგენტინელის ორი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია

ატლეტიკო სიმეონეს გათავისუფლებას განიხილავს - არგენტინელის ორი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
თარიღი 10 ნოე 2022, 13:15
მადრიდის "ატლეტიკო" მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს გათავისუფლებას განიხილავს. ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა არგენტინელის ნაცვლად ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის ლუის ენრიკეს ან "პსჟ"-ს ყოფილი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს მოწვევას ფიქრობს.

მადრიდის "ატლეტიკოს" ზედიზედ 5 მატჩი არ მოუგია. ასევე, გუნდი გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან.

სიმეონემ მადრიდის "ატლეტიკო" 2011 წლის დეკემბრიდან წვრთნის. მას შემდეგ არგენტინელის ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ევროპის ლიგა, ასევე ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.