ავტორიზაცია

"სიგიჟე იყო", - მბაპემ აღიარა, რა უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა პსჟ-ში დარჩენაზე დასაყოლიებლად

"სიგიჟე იყო", - მბაპემ აღიარა, რა უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა პსჟ-ში დარჩენაზე დასაყოლიებლად
თარიღი 11 ნოე 2022, 23:05
კილიან მბაპემ ისაუბრა, კონკრეტულად როგორ სთხოვდა საფრანგეთის პრეზიდენტი მას სამშობლოში დარჩენას.

გასულ ზაფხულს ფრანგი „რეალში“ გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა საბოლოოდ პსჟ-ში დარჩა.

„რამდენიმე ზარი იყო - დეკემბერში, იანვარში, თებერვალში, მარტში...

მაკრონმა დამირეკა და მითხრა: „ვიცი, რომ წასვლა გინდა. მინდა გითხრა, რომ საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი ხარ. არ მინდა, რომ წახვიდე. შანსი გაქვს აქ ისტორია დაწერო, აქ ყველას უყვარხარ.“

მე ვუპასუხე, რომ ვაფასებ, იმიტომ რომ ეს მართლა სიგიჟეა. პრეზიდენტი გირეკავს და გეუბნება, რომ შენი დარჩენა უნდა.“ - აღნიშნა კილიანმა.