ავტორიზაცია

ჩუამენი: "სეზონის ბოლოს მბაპე ძალიან მაწვებოდა, მაგრამ არანაირი შანსი არ ჰქონდა"

ჩუამენი: "სეზონის ბოლოს მბაპე ძალიან მაწვებოდა, მაგრამ არანაირი შანსი არ ჰქონდა"
თარიღი 11 ნოე 2022, 23:45
ორელიან ჩუამენიმ ისაუბრა, როგორ ცდილობდნენ კილიან მბაპე და პრესნელ კიმპემბე მის დაყოლიებას „პსჟ-ში“ გადასვლაზე.

გასულ ზაფხულს ფრანგი საყრდენი „მონაკოდან“ მადრიდის „რეალში“ 80 მილიონ ევროდ გადავიდა.

„სეზონის ბოლოს მბაპე განსაკუთრებით ძლიერად მაწვებოდა, იმიტომ რომ მას იმდროისთვის თავადაც ყველაფერი შეჩერებული ჰქონდა.

მე და კილიანს კარგი საუბარი გვქონდა. მას სურდა გაეგო, რას ვაპირებდი. მე კი მას ვკითხე, რომელ გუნდს აირჩევდა.

ივნისის შეკრების დროს გასაგები გახდა, რომ მან ახალი კონტრაქტი შეათანხმა. მაშინ, ის და კიმბემბე მეხუმრებოდნენ: „მიდი, ჩვენთან უნდა გადმოხვიდე.“ მაგრამ ჩემი არჩევანი უკვე გაკეთბული იყო. მაშინ, ამაზე ბევრი კი ვიცინეთ, მაგრამ... მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ!“, - აღნიშნა ჩუამენიმ ინტერვიუში.