ავტორიზაცია

პეპს და არტეტას აჯობა - პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გამოვლინდა

პეპს და არტეტას აჯობა - პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი გამოვლინდა
თარიღი 11 ნოე 2022, 23:50
პრემიერ ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად „ნიუკასლის“ დამრიგებელი ედი ჰაუ დასახელა.

ჰაუს გუნდმა გასულ თვეში 6 მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა და ერთი ფრე ითამაშა.

მის გარდა ამ პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას „არსენალის“ მიკელ არტეტა და „სიტის“ პეპ გვარდიოლა აცხადებდნენ.

მიმდინარე სეზონს „ნიუკასლი“ საუცხოოდ ატარებს, გუნდმა 14 მატჩში 27 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციას იკავებს.