ავტორიზაცია

"რა თქმა უნდა, რეალში წასვლა ბევრად მარტივი იქნებოდა", - მბაპემ პსჟ-ში დარჩენის მთავარი მიზეზი დაასახელა

"რა თქმა უნდა, რეალში წასვლა ბევრად მარტივი იქნებოდა", - მბაპემ პსჟ-ში დარჩენის მთავარი მიზეზი დაასახელა
თარიღი 11 ნოე 2022, 23:53
კილიან მბაპემ აღნიშნა, თუ რატომ ამჯობინა „რეალში“ გადასვლას „პსჟ-ში“ დარჩენა.

„არ მეშინია, მზად ვარ. საკუთარ მიზნებზე სულ ვლაპარაკობ და ხაზს ვუსვამ, რისი მიღწევა მინდა. დრო დადგა.

„პსჟ“ - ჯერ კიდევ ცარიელი ფურცელია, უდიდესი შესაძლებლობა. სიტუაცია სხვაგვარად უნდა შეაფასო.

რა თქმა უნდა, „რეალში“ წასვლა გაცილებით ადვილი იქნებოდა. მაგრამ მე ჩემი მიზანი მაქვს, ფრანგი ვარ. პარიზში გავიზარდე, ამიტომ „პსჟ-სთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა.

ეს, ქვეყნის ისტორიაში ჩემ სახელს სამუდამოდ ჩაწერდა.“ - აღნიშნა „პსჟ-ს“ ფორვარდმა.