ავტორიზაცია

VIDEO: უდიდესი სენსაცია ეტიჰადზე - სიტი პაუზაზე საშინაო მარცხით გავიდა

თარიღი 12 ნოე 2022, 20:09
პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „მან სიტი“ შინ „ბრენტფორდთან“ სენსაციურად დამარცხდა.

შეხვედრა „ეტიჰადზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მე-16 წუთზე ანგარიში ივან ტონიმ გახსნა, „სიტიმ“ კი ტაბლოზე წონასწორობის აღდგენა 46-ე წუთზე მოახერხა.

როცა ისე ჩანდა, თითქოს ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, ივან ტონიმ 90+8-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„სიტის“ ანგარიშზე 32 ქულა დარჩა და გუნდი კვლავ მეორე ადგილზეა, თუმცა „არსენალმა“ მსოფლიო ჩემპიონატის წინ 5 ქულით წინ გაქცევით შანსი მიიღო, თუ სტუმრად „ვულვზს“ დაამარცხებს.