ავტორიზაცია

VIDEO: დარვინ ნუნიესის დუბლი და ფირმინოს გოლი! ლივერპულმა საუთჰემპტონი დაამარცხა

თარიღი 12 ნოე 2022, 21:01
პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „ლივერპულმა“ შინ „საუთჰემპტონი“ დაამარცხა.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

„წითლებმა“ გოლები პირველივე ტაიმში გაიტანეს, ანგარიში რობერტო ფირმინომ გახსნა, შემდეგ კი დუბლი დარვინ ნუნიესმა გაიფორმა.

ერთადერთი, რაც „წმინდანებმა“ მოახერხეს, მე-9 წუთზე ჩარლი ადამსის გოლია, თუმცა ის ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ლივერპულმა“ ლიგაში ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულა დააგროვა, „საუთჰემპტონი“ კი 12 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.