ავტორიზაცია

VIDEO: ნიუკასლი წელს ოთხეულში შევა? ედი ჰაუს ბიჭები საოცრებებს ჩადიან - ჩელსი დამარცხებულია

თარიღი 13 ნოე 2022, 00:18
პრემიერ ლიგის მე-16 ტურში „ნიუკასლმა“ შინ „ჩელსის“ მოუგო.

შეხვედრა „სენტ ჯეიმს პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთ გოლი 67-ე წუთზე უილოკმა გაიტანა ალმირონის პასით და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

„ნიუკასლმა“ მორიგი მატჩი მოიგო, 30 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილს ინარჩუნებს, უახლოესი მდევარი „ტოტენჰემი“ ერთ ქულაშია.