ავტორიზაცია

მესი გვარდიოლაზე: "მისი გეგმა ყოველთვის მუშაობდა"

მესი გვარდიოლაზე: "მისი გეგმა ყოველთვის მუშაობდა"
თარიღი 13 ნოე 2022, 02:30
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ბარსელონაში" ხოსეპ გვარდიოლასთან მუშაობა გაიხსენა.

ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც ამჟამად მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობს, 'ბარსელონა" 2012 წელს დატოვა, ხოლო ლიონელ მესიმ "ბლაუგრანა" 2021 წლის ზაფხულში დატოვა და "პსჟ"-ში გადავიდა.

"გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მისი გეგმა ყოველთვის მუშაობდა. მან შექმნა რაღაც უნიკალური ბარსელონაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. 

გვარდიოლა კოშმარია სხვა გუნდებისთვის, გარედან მისი სტილი ძალიან მარტივი ჩანს და ბევრმა წარუმატებლად სცადა მისი კოპირება“, - თქვა 35 წლის არგენტინელმა Universo Valdano-სთან ინტერვიუში.