ავტორიზაცია

მესი: "გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა"

მესი: "გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა"
თარიღი 13 ნოე 2022, 11:32
ლიონელ მესიმ პეპ გვარდიოლას მუშაობაზე ძალიან დადებითად ისაუბრა.

„გვარდიოლამ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა, რადგან გაჩნდა შეგრძნება, რომ რასაც ჩვენ „ბარსელონაში“ ვაკეთებდით, იმდენად მარტივი იყო, რომ ყველას შეეძლო ამის გამეორება.

ამის შემდეგ გვარდიოლას იდეები ბევრგან შევამჩნიე. ასეთ მომენტებში უფრო იაზრებ, რეალურად რა გავაკეთეთ ჩვენ იმ დროს.

ეჭვგარეშეა, გვარდიოლა განსაკუთრებულ რაღაცას ფლობს მატჩების გადახედვის, მომზადების და აზრის ფეხბურთელებამდე მიტანის თვალსაზრისით.“ - აღნიშნა არგენტინელმა.

მესი და გვარდიოლა ერთად „ბარსაში“ 2008-2012 წლებში მუშაობდნენ.