ავტორიზაცია

ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

ჩელსიმ პრემიერ ლიგაში ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა
თარიღი 13 ნოე 2022, 11:42
„ჩელსი“ პრემიერ ლიგაში ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ცუდ შედეგებს აჩვენებს.

გრემ პოტერის გუნდს ინგლისის უმაღლეს დივიზიონში უკვე ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია - ამ დროში გუნდმა 2 ფრე და 3 მარცხი დააფიქსირა, მათ შორის უკანასკნელი მარცხი გუშინ, „ნიუკასლის“ წინააღმდეგ იწვნია.

უკანასკნელად, ზედიზედ 5 მოუგებელი მატჩი „ჩელსის“ პრემიერ ლიგაში 2012 წელს ჰქონდა. შემდეგ ტურში გუნდი „ბორნმუთს“ 26 დეკემბერს დაუპირისპირდება.

„ბრენტფორდი“ (სტუმრად) – 0:0

„მან იუნაიტედი“ (შინ) – 1:1

„ბრაიტონი“ (სტუმრად) – 1:4

„არსენალი“ (შინ) – 0:1

„ნიუკასლი“ (სტუმრად) – 0:1.