ავტორიზაცია

ჩელსის მაუნტთან მოლაპარაკებები ჩიხში შეუვიდა - ინგლისელი თავისუფალი აგენტი გახდება?!

ჩელსის მაუნტთან მოლაპარაკებები ჩიხში შეუვიდა - ინგლისელი თავისუფალი აგენტი გახდება?!
თარიღი 13 ნოე 2022, 11:45
ლონდონის „ჩელსის“ მეისონ მაუნტთან მოლაპარაკებებში პრობლემები შეექმნა.

The Telegraph-ის ინფორმაციით, მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ზაფხულიდან ცდილობენ, მაგრამ ამ დრომდე ვერანაირი პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

„ლურჯების“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ჩიხიდან გამოსვლა შესაძლებელია და ამ მიმართლებით მუშაობას გააგრძელებს. გრემ პოტერი მაუნტს თავისი მომავლის გუნდის უმნიშვნელოვანეს წევრად მიიჩნევს.

მოქმედი ხელშეკრულება ინგლისელს 2024 წელს ეწურება და თუ იქამდე არაფერი შეიცვალა, მაუნტი თავისუფალი აგენტი გახდება.