ავტორიზაცია

"მესივით არის, მილიარდის მეოთხედი ღირს და არასდროს არ უნდა გავუშვათ", - მათეუსი ბაიერნის შემტევზე

"მესივით არის, მილიარდის მეოთხედი ღირს და არასდროს არ უნდა გავუშვათ", - მათეუსი ბაიერნის შემტევზე
თარიღი 13 ნოე 2022, 11:48
ლოტარ მათეუსმა „ბაიერნის“ ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა შეაქო.

გერმანელს გუშინ „რეკორდმაისტერის“ რიგებში მე-100 მატჩი ჰქონდა და ის პირველი თინეიჯერი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

„მუსიალა არის მესივით, ნამდვილი ჰოლივუდი. ჯამალმა „ბაიერნი“ არასდროს არ უნდა დატოვოს.

მან მუდამ უნდა ითამაშოს. მისი ფასი - მილიარდი ევროს მეოთხედია.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ და გერმანიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა.

19 წლის მუსიალას ჰანსი ფლიკმა გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე უხმო და მას უმნიშვნელოვანეს წევრად მოიაზრებს.