ავტორიზაცია

დეპაის ლა ლიგაში მსურველი გაუჩნდა, მაგრამ ჰოლანდიელი მხოლოდ ტოპ-კლუბს ელოდება

დეპაის ლა ლიგაში მსურველი გაუჩნდა, მაგრამ ჰოლანდიელი მხოლოდ ტოპ-კლუბს ელოდება
თარიღი 13 ნოე 2022, 12:02
„ბარსელონას“ ფორვარდმა, მემფის დეპაიმ, „სევილიას“ ყურადღება მიიქცია.

ანდალუსიელებს სურთ 28 წლის ფეხბურთელი ზამთარში გადაიბირონ, მაგრამ თავად დეპაის მხოლოდ ტოპ-კლუბის ვარიანტი აინტერესებს.

„ბარსელონას“ ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ თავდამსხმელს იანვარში გაყიდის, რადგან თუ ასე არ მოხდა, ზაფხულში ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გასულ ზაფხულს მემფისი „იუვენტუსში“ გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ ტურინულ კლუბს ხელფასზე ვერ მოურიგდა და საბოლოოდ, „იუვემ“ არკადიუშ მილიკი დაიმატა.

ამჟამად დეპაი ტრავმის მოშუშებას აგრძელებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს მიიღო. თუმცა, ამის მიუხედავად, მუნდიალის განაცხადში ის მაინც მოხვდა.