ავტორიზაცია

"კეინს სურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი გახდეს"- ანტონიო კონტე

"კეინს სურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი გახდეს"- ანტონიო კონტე
თარიღი 13 ნოე 2022, 12:14
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინგლისელი თავდამსხმელზე ჰარი კეინზე ისაუბრა.

"კეინი გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ ბიჭს მხრებზე დიდი ტვირთი აქვს, მაგრამ აგრძელებს მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას.

ჰარი მოუთმენლად ელის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას. ახლა ის შესანიშნავ ფორმაშია და სურს მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი გახდეს.

მინდა მას და ინგლისის ნაკრებს წარმატებები ვუსურვო. მე მათ ვგულშემატკივრობ, რადგან იტალია ყატარში არ ითამაშებს“, - ამბობს კონტე.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისი უელსს, აშშ-სა და ირანს დაუპირისპირდება.