ავტორიზაცია

ბედი ისევ არ გვწყალობს - ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია

ბედი ისევ არ გვწყალობს - ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია
თარიღი 13 ნოე 2022, 23:09
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბრატისლავის "სლოვანმა" საკუთარ მოედანზე "რუჟომბეროკს" დაუპირისპირდა და 2:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ კი ტრავმა მიიღო.

51-ე წუთზე ჩაკვეტაძეს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარემ კრაიჩირიკმა მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია და სწორედ ამ მომენტში დაშავდა ქართველი შემტევი. 

მომენტი VAR-ზე გადამოწმდა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა ქართველს მოედნის დატოვებაც მოუწია.

ამ ეტაპზე ტრავმის სირთულე უცნობია, ყველაფერს სამედიცინო კვლევების შემდეგ დადგინდება.

შეგახსნებთ, საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოსთან ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი. ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში ჩაკვეტაძე, ამას მალე გავიგებთ.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი