ავტორიზაცია

კლოპი: "ალბათ, ბრაზილია ძალიან ძლიერია, რადგან ფირმინოს არ წაყვანის უფლება მისცა თავს, შოკირებული ვარ"

კლოპი: "ალბათ, ბრაზილია ძალიან ძლიერია, რადგან ფირმინოს არ წაყვანის უფლება მისცა თავს, შოკირებული ვარ"
თარიღი 13 ნოე 2022, 23:24
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, რობერტო ფირმინოს მუნდიალზე არ წაყვანაზე ისაუბრა.

„შოკირებული ვიყავი, სიმართლე რომ გითხრათ, ის წასვლას იმსახურებდა. ეს აჩვენებს, რომ ბრაზილია წარმოუდგენლად ძლიერი და ნიჭიერია, რადგან ასეთი ფეხბურთელის არ წაყვანის ფუფუნებაც აქვს.

ეს სიგიჟეა. რა თქმა უნდა, ამაზე ვილაპარაკეთ და ვაგრძელებთ ლაპარაკს. როგორც მარტივი წარმოსადგენი და მისახვედრია, ის ძალიან იმედგაცრუებულია.“ - აღნიშნა გერმანელმა.

ბრაზილია მუნდიალზე ჯგუფში სერბეთს, შვეიცარიას და კამერუნს დაუპირისპირდება.