ავტორიზაცია

ლაპორტა: "მოვუწყობ თუ არა მესის ცერემონიას? ჩემმა პასუხმა შეიძლება ხმაურიანი განცხადებები გამოიწვიოს, რაც არ გვაწყობს"

ლაპორტა: "მოვუწყობ თუ არა მესის ცერემონიას? ჩემმა პასუხმა შეიძლება ხმაურიანი განცხადებები გამოიწვიოს, რაც არ გვაწყობს"
თარიღი 13 ნოე 2022, 23:33
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ლიონელ მესიზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პიკე „ბარსელონას“ „კამპ ნოუზე“ დაემშვიდობა, მესი კი - ვერა. რა შემთხვევაში იქნება ლეოს დაბრუნება „ბარსაში“ შესაძლებელი? ან თუ ეს არ მოხდა, მას რაიმე გამოსამშვიდობებელ ცერემონიას თუ მოუწყობთ?

„ლეომ იცის, რომ „ბარსა“ ყოველთვის მისი სახლი იქნება.

მაგრამ, მოდით, მასზე ნუ ვილაპარაკებთ, რამეთუ ის სხვა გუნდში თამაშობს. ჩემი პასუხიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება კვლავ ხმაურიანი განცხადებები გამოვიწვიოთ, რაც სარგებელს არავის არ მოუტანს.

მესის ამჟამინდელ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ლეო - „ბარსელონას“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.“ - აღნიშნა ლაპორტამ.