ავტორიზაცია

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება: "სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, მომხდარს გამოიძიებს"

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება: "სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, მომხდარს გამოიძიებს"
თარიღი 14 ნოე 2022, 14:32
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში, ბათუმის დინამოსა და წყალტუბოს სამგურალს შორის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მიუღებელია ძალადობისის ნებისმიერი ფორმა, რაც მატჩის დასრულების შემდეგ გამოვლინდა სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე. მათ შორის, მსაჯზე თავდასხმა, მოედანზე შევარდნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, ვანდალიზმი და სხვა.

სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილვევლი კომიტეტი, მომხდარს როგორც ოფიციალური პირების მოხსენების, ისე არსებული კადრებისა და ფაქტების საფუძველზე გამოიძიებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ინციდენტში ჩართული ყველა პირის მიმართ.