ავტორიზაცია

კვარაცხელიაზე, ჩაკვეტაძეზე და მაროკოსთან მატჩზე - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია

კვარაცხელიაზე, ჩაკვეტაძეზე და მაროკოსთან მატჩზე - ვილი სანიოლის სრული პრესკონფერენცია
თარიღი 14 ნოე 2022, 15:29
მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაზე

ბედნიერი ვარ, რომ ჯგუფი წარმატებით დავასრულეთ. გიბრალტარში მაღალი ხარისხის თამაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრან მაინც მოვიგეთ. ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სტადიონი. პროგრესი აშკარაა და ეს უნდა გაგრძელდეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე

ის ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მცირე პრობლემები აქვა ზურგზე და ჯობია, დაისვენოს, რათა შემდეგი მატჩებისთვის ჩვეუკ ფორმაში დაბრუნდეს.

ევროპის ჩემპიონატის წილისყრაზე

ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, კვიპროსი - რთული ჯგუფია და ჩვენი მიზანია 2-ჯერ და 3-ჯერ კარგად ვითამაშოთ, ვიდრე წინა მატჩები, რათა წარმატებას მივაღწიოთ.

U21 ევროპის ჩემპიონატზე

ახლა ნოემბერია და არ ვიცი, რა სიტუაცია იქნება ივნისში. ამ ქვეყანაში ასეთი დონის ტურნირის ჩატარება სასიხარულოა. თუ სად ითამაშებენ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში თუ ახალგაზრდულში, გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

გამოძახებულ ფეხბურთელებზე

მსურდა ამ მატჩისთვის რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამომეძახა და მენახა, რამდენად მზად არიან ნაკრებისთვის. დღეს პირველი ვარჯიში გვაქვს, დიდი დრო არ გვაქვს, მხოლოდ 2-3 ვარჯიშს ჩავატარებთ. ყველა ფეხბურთელი ვინც აქაა, ნაკრებში დამსახურებულად მოხვდა.

გიორგი ჩაკვეტაძეზე

ჩაკვეტაძემ 2-3 დღე უნდა დაისვენოს, ჯერ ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ის მაროკოსთან. მთავარი ისაა, რომ ნაკრებთან ერთად იქნება.