ავტორიზაცია

მიზეზი ცოლისძმაა: რატომ არ გამოიძახეს ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში?

მიზეზი ცოლისძმაა: რატომ არ გამოიძახეს ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებში?
თარიღი 14 ნოე 2022, 15:37
საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, ვინც მაროკოსთან მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

სიაში ვერ მოხვდა “ულსან ჰიუნდაის” შემტევი ვაკო ყაზაიშვილი.

“ყაზაიშვილი ნაკრებში გამოძახებული არ არის. ფედერაციასთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკო იმ
ცნიბილი ფაქტების შემდეგ ნაკრებში ამ ეტაპზე არ ყოფილიყო”, - განაცხადა სანიოლმა.

მოგეხსენებათ, გასულ თვეს გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ყაზაიშვილის ცოლის ძმა ნაკრების მენეჯერს, ლადო დვალიშვილს ემუქრება.