სანიოლი კვარაცხელიაზე: “მას ბოლოს 4 დღის წინ ვესაუბრე…”

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი “ნაპოლის” ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
მოგეხსენებათ, ზურგის ტრავმის გამო, ხვიჩა კვარაცხელია ნაკრებს მაროკოსთან ვერ დაეხმარება.
“კვარაცხელიას 4 დღის წინ ვესაუბრე. ის ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მცირე პრობლემები აქვა ზურგზე და ჯობია, დაისვენოს, რათა შემდეგი მატჩებისთვის ჩვეუკ ფორმაში დაბრუნდეს”, განაცხადა სანიოლმა.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ ტრავმის გამო “ნაპოლის” წინა მატჩებიც გამოტოვა.