ავტორიზაცია

"არავის სჭირდება", - რუსეთის მწვრთნელი ფეხბურთელზე, რომელმაც საქართველო აირჩია

"არავის სჭირდება", - რუსეთის მწვრთნელი ფეხბურთელზე, რომელმაც საქართველო აირჩია
თარიღი 14 ნოე 2022, 16:34
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი მოსკოვის "დინამოს" მცველის საბა საზონოვის საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"საზონოვმა საქართველოში თამაში გადაწყვიტა? კარგი, მშვენიერია! ჩემი პოზიცია: თუ ვინმეს ნაკრებში არ უნდა თამაში - ის არავის არც სჭირდება. არ უნდა - ნუ უნდა",- თქვა რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ საზონოვი საქართველოს ეროვნული ნაკრებში პირველად გამოიძახეს. ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო მატჩში 17 ნოემბერს მაროკოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

ვალერი კარპინი რუსეთის ეროვნულ გუნდს 2021 წლის ზაფხულიდან წვრთნის.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი