ავტორიზაცია

მესი: "2015 წელს ლუის ენრიკესთან მქონდა კამათი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა"

მესი: "2015 წელს ლუის ენრიკესთან მქონდა კამათი, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა"
თარიღი 14 ნოე 2022, 23:14
ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ ლუის ენრიკესთან კამათი გაიხსენა.

არგენტინელმა ისაუბრა სიტუაციაზე, რომელიც 2015 წელს „სოსიედადთან“ მატჩის წინ მოხდა. მესიმ მატჩი თადარიგში დაიწყო და მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

„არგენტინიდან დღესასწაულების შემდეგ ახალი დაბრუნებული ვიყავი და ჩვენ 2 თუ 3 იანვარს გვქონდა თამაში, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სკამზე დამსვეს. კამათი გვქონდა, რომელიც დიდხანს გაგრძელდა.

თუმცა, შემდეგ ურთიერთობა დავალაგეთ. როცა მან წასვლა გადაწყვიტა, მას დარჩენისკენ ვუბიძგებდით, ურთიერთობა დაგვილაგდა.“ - აღნიშნა არგენტინელმა.