ავტორიზაცია

"გოლფის თამაშს ნამდვილად სჯობს", - ჰოლანდმა მუნდიალის დროს შესაძლოა ინგლისის მე-7 დივიზიონის გუნდში ითამაშოს

"გოლფის თამაშს ნამდვილად სჯობს", - ჰოლანდმა მუნდიალის დროს შესაძლოა ინგლისის მე-7 დივიზიონის გუნდში ითამაშოს
თარიღი 15 ნოე 2022, 00:19
„მან სიტის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ინგლისის მეშვიდე დივიზიონში მოთამაშე გუნდის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

„ეშტონ იუნაიტედს“ ნორვეგიელი ფორვარდის 28-დღიანი იჯარით სურს დამატება, როცა ფეხბურთელი მუნდიალის პაუზის გამო დაისვენებს. მოგეხსენებათ, რომ მისი ნორვეგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა.

„ამას აზრი ნამდვილად აქვს. „სიტი“ არ თამაშობს, ჩვენ კი გვინდა, ერლინგს ფორმის შენარჩუნებაში დავეხმაროთ. ეს ექვსი კვირის მანძილზე გოლფის თამაშს ნამდვილად აჯობებს.

ვფიქრობ, ის ძალიან მოგვიხდებოდა და გუნდს კარგად მოერგებოდა.“ - აღნიშნა ეშტონის მწვრთნელმა მაიკლ კლეგმა.

მეტიც, კლუბმა „სიტის“ ამის თაობაზე ოფიციალურადაც მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.