ავტორიზაცია

ცნობილი გახდა, მიზეზი რის გამოც მბაპეს პსჟ-ს დატოვება სურს

ცნობილი გახდა, მიზეზი რის გამოც მბაპეს პსჟ-ს დატოვება სურს
თარიღი 15 ნოე 2022, 12:50
"პსჟ"-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე აშკარად უკმაყოფილოა თავის ამჟამინდელ კლუბში. L'Équipe-ის ცნობით, მისი უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სატრანსფერო ბაზარზე პარიზელი მენეჯმენტის მუშაობით უკმაყოფილების გარდა, ხელფასების გადახდის დაგვიანებაა.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ოქტომბრის დასაწყისში "ბენფიკასთან" მატჩის წინ ფრანგმა თავდამსხმელმა შენიშნა, რომ სექტემბრის ხელფასი ანგარიშზე ჯერ არ იყო ჩარიცხული. 

მას შემდეგ, რაც მბაპეს უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია პრესაში გაჟონა, ფეხბურთელს თანხა ჯერ კიდევ არ მიუღია. ორიოდე დღის შემდეგ ფეხბურთელს ხელფასის მხოლოდ ნაწილი გადაუხადეს. 

ფეხბურთელის გარემოცვა განაგრძობდა "პსჟ"-ს ხელმძღვანელობისგან პასუხების მოთხოვნას, მაგრამ მათ მიერ მიცემული არც ერთი განმარტებით არ დაკმაყოფილდა.