ავტორიზაცია

მოლაპარაკებები სკანდალური ინტერვიუს წინ დაიწყო - რონადლუ ბუნდესლიგაში ითამაშებს?

მოლაპარაკებები სკანდალური ინტერვიუს წინ დაიწყო - რონადლუ ბუნდესლიგაში ითამაშებს?
თარიღი 15 ნოე 2022, 13:10
კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, მანჩესტერ "იუნაიტედი" დატოვოს და გერმანიის ტოპ კლუბში მიუნჰენის "ბაიერნში" გადავიდეს.

Daily Mail-ის ცნობით, თავდამსხმელმა და მისმა აგენტმა ხორხე მენდესმა "ბაიერნთან" მოლაპარაკებები გამართეს. ეს მოხდა გასულ კვირას - პორტუგალიელის სკანდალური ინტერვიუს წინ.

გერმანიის ჩემპიონის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ინგლისს ეწვივნენ. ამბობენ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" რონალდუს მიმართ ინტერესს იჩენს სადიო მანეს ტრავმისა და ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგის მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობის ფონზე.

კრიშტიანუმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა.