ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუს პრემიერ ლიგიდან კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

კრიშტიანუ რონალდუს პრემიერ ლიგიდან კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 15 ნოე 2022, 15:35
სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, პორტუგალიელი ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მომავალი ბუნდოვანია. 

Daily Mail-ის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ხორხე მენდესი "ნიუკასლთან" ოქტომბრიდან არის კონტაქტში. 

მას შემდეგ რაც კლუბს ახალი მფლობელი ჰყავს, კლუბის ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდა, ამიტომ რონალდუს "სენტ ჯეიმს პარკზე" გადასვლა საკმაოდ რეალურია.

ამ სეზონში "ნიუკასლი" კარგად გამოიყურება. მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ პაუზაზე, ედი ჰაუს გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გავიდა.