ავტორიზაცია

არველაძე კვარაცხელიაზე: "კვარა ფენომენია, მასთან ერთად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შესაძლებელია"

არველაძე კვარაცხელიაზე: "კვარა ფენომენია, მასთან ერთად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შესაძლებელია"
თარიღი 15 ნოე 2022, 15:47
შოთა არველაძემ რომში, დიეგო მარადონას სახელისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო, ლეგენდების მატჩში შემდეგ, სადაც ქართველმა დუბლი შეასრულა, იტალიურ მედიასთან "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარა ფენომენია. წარმოუდგენელი მოთამაშეა და მისით ძალიან ვამაყობ. მას უყვარს რასაც აკეთებს და მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა. 

კვარა ძალიან კარგი ბიჭია. ხვიჩა დიდებული ფეხბურთელია და გაიბრწყინა გუნდში, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. ცოტა ხნის წინ, მასთან ვილაპარაკე და მითხრა, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი აქვს. 

ზურგის ტკივილი ისევ აწუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოედანზე, რაც შეიძლება მალე დაბრუნდება. ქართველი ხალხისთვის ხვიჩა ძალიან ბევრს ნიშნავს, ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია.

მის გარეშე დიდი პრობლემები გვაქვს, მაგრამ მასთან ერთად, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შესაძლებელია. ", - თქვა არველაძემ.

ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი